Belive

Amazon-ზე PlayStation 5-ის ფასი და სხვა დეტალები გავრცელდა, თუმცა...

3 წლის წინ სხვა
2 წთ
როგორც არაერთი ცნობილი და გავლენიანი დასავლური მედიასაშუალება იტყობინებოდა, ფრანგულ Amazon-ზე ახალი სათამაშო კონსოლი, PlayStation 5 გამოჩნდა, ღირებულებაც €499.99-ს შეადგენდა. თუმცა როგორც გაირკვა, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ინტერნეტ მომხმარებლებმა Amazon-ზე განთავსებული PS5-ის დეტალები გაავრცელეს, სადაც ახალი კონსოლის ფასთან ერთად, მისი გამოსვლის თარიღის შესახებაც ვიგებდით (20 ნოემბერი). ამ ინფორმაციის ერთ-ერთმა პირველმა გამავრცელებელმა, ბენ ჯესკინმა, მოგვიანებით განაცხადა, რომ ერთ-ერთმა გვერდმა, სახელწოდებით PlayEXP, ყველანი შეცდომაში შეიყვანა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, Amazon France-ის მედიასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა TechRadar-თან განცხადება გააკეთა:
"სქრინი, რომელიც PS5-ის ღირებულებასა და გამოსვლის თარიღს ასახავდა, სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავსი რამ ჩვენს საიტზე არ განთავსებულა," აღნიშნა მან.
გამოსვლის დღეს, PlayStation 3-ის ღირებულება €599-ს შეადგენდა და მისმა ფასმა მომხმარებლებს შორის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. 7 წლის შემდეგ გამოსული PlayStation 4-ის შეძენა გაცილებით ნაკლებ ფასად, €399-ად შეიძლებოდა. ნავარაუდებია, რომ PlayStation 5-ის ფასი სწორედ ზემოთაღნიშნული ორი კონსოლის ღირებულებას შორის იქნება მოქცეული. ასევე აღსანიშნავია, რომ Sony გეგმავს, PS5-ის სრულიად ციფრული ვერსიაც გამოუშვას, რომლის ფასიც გაცილებით ნაკლები იქნება. PS5-ის პრეზენტაცია გასულ კვირას გაიმართა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის ექნება მომხმარებელს ახალი სათამაშო კონსოლის შეძენის საშუალება.  

სხვა სტატიები