Belive

ანასტასია გოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა

1 წლის წინ სხვა
1 წთ
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გოტფრიდმა -87კგ-იან წონით კატეგორიაში ორი მედალი მოიპოვა. საქართველოს სახელით მოასპარეზე ძალოსანი ატაცში 106 კილოგრამის, ორჭიდის ჯამში კი 235 კილოგრამის დაფიქსირებით ორ ბრინჯაოს დაეუფლა. ევროპის ჩემპიონი ნორვეგიელი სოლფრიდ კოანდა გახდა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 252 კილო აწია. ხვალ, 5 ივნისს, ფიცარნაგზე, +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ტალახაძე გამოვა.

სხვა სტატიები