Belive

ანტონ პლესნოი ატაცში მსოფლიო ჩემპიონია

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ტაილანდში მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე დღევანდელ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ერთი წევრი, ანტონ პლესნოი იღებდა მონაწილეობას. პლესნოიმ ატაცში პირველი ადგილი არავის დაუთმო და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ქართველმა ძალოსანმა სამივე მისვლა გამოიყენა. ჯერ 172 კილოგრამი ასწია, შემდეგ 177 კგ. დაძლია და ბოლოს, 181 კილოგრამი აიტაცა. საქართველოს ნაკრებისთვის ეს მესამე მედალია. პლესნოიმდე ატაცში მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ დავითაძე გახდა, ორჭიდის ჯამში კი ბრინჯაო მოიპოვა.

სხვა სტატიები