Belive

ანტალიის გრანდ სლემი: დღე I - 3 ქართველის იმედად | პრევიუ

2 წლის წინ სხვა
2 წთ
1-3 აპრილს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი - ანტალიის გრანდ სლემი აიღებს სტარტს, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 11 სპორტსმენი ასპარეზობს. პირველ საშეჯიბრო დღეს, მამაკაცებში -60 და -66 კგ წონითი კატეგორიები, ხოლო ქალებში -48; -52 და -57 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ. შებასამისად, საქართველოს ნაკრების სახელით პირველ საშეჯიბრო დღეს 3 სპორტსმენი იჭიდავებს.

-60 კგ

-60 კგ წონით კატეგორიაში 2 წარმომადგენელი გვეყოლება: ლუხუმ ჩხვიმიანი და ჯაბა პაპინაშვილი. ჯაბა პაპინაშვილი B ბადეში იქნება განთესილი, შესაბამისად ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მეტოქედ ავსტრიელი - დანიელ ლეუტბეგი ეყოლება. ავსტრიელი სპორტსმენის დამარცხების შემთხვევაში კი ქართველი ფალავანი 1/8 ფინალში გავა, სადაც მეტოქედ უნგრელ - ქსანად ფეცკოსა და ესპანელ - ხაუმე ბერნაბეუ რიკოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ძიუდოს ექსპერტების ვარაუდით, ჯაბა პაპინაშვილი მინიმუმ 1/4 ფინალამდე წარმატებით უნდა მივიდეს. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონ - ლუხუმ ჩხვიმიანს, ქართველი ფალავანი D ბადეში განთესილი იქნება და ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს. ლუხუმ ჩხვიმიანის პირველი მეტოქე, სლოვენიელი - დავიდ სტარლეკი იქნება. სლოვენიელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, 1/8 ფინალში, ლუხუმ ჩხვიმიანის მეტოქე ყაზახ - ბაურჟიან ნარბაიევსა და უნგრელ - დავიდ ნაჯის შორის გამარჯვებულს შეხვდება. ლუხუმ ჩხვიმიანს ბადეში ერთადერთი ძლიერი ძიუდოისტი, ბრიტანელი - ეშლი მაკენზი ჰყავს, ექსპერტების ვარაუდით კი, ქართველ ფალავანს მინიმუმ ნახევარფინალამდე გასვლა მარტივად შეუძლია.

-57 კგ

-57 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს - ეთერ ლიპარტელიანი. ეთერი B ბადეში განთესილია და ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება, სადაც მისი მეტოქე თურქი - აის ნურ ტუნცა იქნება. თურქული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ეთერ ლიპარტელიანს 1/8 ფინალში, პოლონელი - არტლეტა პოდოლაკი დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ეთერ ლიპარტელიანს ანტალიის გრანდ სლემზე მედალი მოპოვებული არ აქვს. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 10:00, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები