Belive

ანტი-ვაქსერი კიკბოქსიორი COVID-19-ით გარდაიცვალა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
41 წლის ასაკში, კიკ-ბოქსიორი ფრედერიკ სინისტრა, COVID-19-მა იმსხვერპლა. გარდაცვალებამდე, რამდენიმე დღით ადრე, სინისტრა საკუთარი მოთხოვნით, საავადმყოფოდან სახლში გადაიყვანეს, სადაც იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
"მადლობა გულშემატკივრობისთვის. სახლში ვიმყოფები და აქ უნდა გამოვკეთდე. 1000-ჯერ უფრო ძლიერი დავბრუნდები", - ვკითხულობთ მის ერთ-ერთ უკანასკნელ პოსტში.
სოციალურ მედიაში, სინატრა COVID-19-თან დაკავშირებით ბევრ პოსტს აქვეყნებდა, სადაც იგი კორონავირუსს "პატარა ვირუსს" უწოდებდა, იყო ვაქცინაციის წინააღმდეგი და ბელგიის მთავრობის მიერ მიღებულ დროებით რეგულაციებს მუდმივად აკრიტიკებდა.
"ჩემი მეუღლე კეთილშობილი კაცი იყო, რომელსაც დიდი გული ჰქონდა", - ვკითხულობთ მისი მეუღლის პოსტში. 41 წლის კიკბოქსიორს ორი შვილი, სელია და დიეგო ჰყავდა.
კარიერის განმავლობაში, სინისტრამ 48 შეხვედრა გამართა, სადაც მან 39-ის მოგება შეძლო, 2004 წელს კი ბელგიის ჩემპიონი გახდა.