Belive

ანტონ პლესნოი: "ვიცოდი რა მნიშვნელობის დღეს მიწევდა გამოსვლა, ვალდებული ვიყავი, საქართველოს თავისუფლებისთვის გამემარჯვა"

3 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს რუსეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ანტონ პლესნოიმ ოქროს მედალი მოუპოვა. 24 წლის სპორტსმენმა, რომელმაც მოსკოვში ქართული დელეგაციის მხრიდან საქართველოს ჰიმნი პირველმა ააჟღერა, მოპოვებული წარმატების შესახებ Live.ge-სთან ისაუბრა და  პირველი ემოციებიც გაამჟღავნა. ანტონ გილოცავთ ევროპის ჩემპიონობას, როგორ შეაფასებდით მოსკოვში თქვენ გამოსვლას? მადლობა მოლოცვისთვის, ხანგრძლივი პაუზის შემდგომ რთული იყო გამოსვლა, მაგრამ ჩემს მიერ ნაჩვენები  შედეგით კმაყოფილი ვარ, სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ევროპის რეკორდის მოხსნა, მაგრამ ვფიქრობ შემდეგ გამოსვლაზე დავძლევ სარეკორდო წონას. იცოდით 9 აპრილის მნიშვნელობა საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის? რა, თქმა უნდა, ვიცოდი რა მნიშვნელობის დღეს მიწევდა გამოსვლა, ვგრძნობდი დიდ პასუხისმგებლობას და მე ვალდებული ვიყავი გამემარჯვა თავისუფლებისთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, წინ ოლიმპიადაა... წინ გრძელი გზაა, ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი, მოვემზადები რომ ტოკიოს ოლიმპიადას საუკეთესო ფორმაში შევხვდე და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ოლიმპიადაზე საქართველოს საუკეთესო შედეგი მოვუტანო. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილით, 7 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, გიორგი ასანიძე კი საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

სხვა სტატიები