Belive

ანზორ მექვაბიშვილი: "მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ"

1 წლის წინ სხვა
1 წთ
უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "დინამო თბილისი" ესტონეთის წარმომადგენელ "პაიდეს" დაუპირისპირდება. მატჩის წინ, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა კომენტარი გააკეთა.
"კონფერენს ლიგაზე ჩვენი მეტოქის ვინაობა გაირკვა და ჩვენც მაქსიმალური მობილიზებით ვემზადებით ამ შეხვედრისთვის. ჩვენთვის ყველა ეტაპზე გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, შევეცდებით მაქსიმალურად შორს გავიდეთ. შეხვედრის წინ გვექნება ინფორმაციების განხილვა და მაქსიმალურად დალაგებულად მოვემზადებით მოახლოებული შეხვედრისთვის. მინდა ხალხს სტადიონზე მოსვლისკენ მოვუწოდო. რადგანაც ეს ადამიანები ძალიან მაგარ ატმოსფეროს ქმნიან და მეტოქეს ასე ვთქვათ, კლანჭებში ამყოფებენ. სწორედ ამიტომ, ვითხოვ მათ მხარდაჭერას. გულშემატკივარს სტადიონზე მოსვლისკენ და მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ. თანაც, პირველი მატჩი საშინაო კედლებში გვაქვს და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ", - თქვა საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა.
"დინამო თბილისი" ესტონურ გუნდს 7 ივლისს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო შეხვედრას ბალიტიისპირეთში 14 ივლისს გამართავს.

სხვა სტატიები