Belive

არტეტა: "უკეთ ვარ, მადლობა გამხნევებისთვის"

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. "თბილი სიტყვებისა და გამხნევებისთვის მადლობას გიხდით. თავს უკვე კარგად ვგრძნობ. ჩვენ ყველანი დიდი და უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ადამიანების ჯანმრთელობაა. მნიშვნელოვანია, რომ მოცემული მითითებები სწორად შევასრულოთ და დავიცვათ ერთმანეთი. პრემიერლიგაში სწორი გადაწყვეტილება მიიღეს",-დაწერა 37 წლის ესპანელმა.
არტეტას მსგავსად, საჯაროდ კალუმ ჰადსონ-ოდოიც გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ ვისური უკვე დაამარცხა.

სხვა სტატიები