Belive

Aston Martin, McLaren, Ferrari, Pagani Zonda - ვერსტაპენისა და ჰემილტონის სუპერქარების კოლექცია

2 წლის წინ სხვა
5 წთ

ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონი დასასრულს უახლოვდება და კულმინაცია პიკს აღწევს. სეზონის დასრულებამდე მხოლოდ ერთი გრან-პრია დარჩენილი და თანამედროვეობის ორ საუკეთესო პილოტს შორს შეუპოვარი ბრძოლაა გაჩაღებული. 369.5 ქულით მაქს ვერსტაპენი პირველ ადგილს იკავებს, თუმცა ნიდერლანდელს მოდუნების შესაძლებლობა არ აქვს, რადგან ჰემილტონის პირად აქტივში ქულათა იდენტური რაოდენობაა. 12 დეკემბერს, ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონი უკანასკნელ გრან-პრის აბუ დაბი უმასპინძლებს - ვერსტაპენი ნანატრი, პირველი საჩემპიონო ტიტულის მოპოვებას შეეცდება - ჰემილტონი კი მერვე ჩემპიონობაზე გაიწევს. Mercedes-ისა და Red Bull Racing-Honda-ს საჯინიბოებს შორის გაჩაღებული მედგარი ბრძოლის ფონზე, თვალი გადავავლოთ მაქს ვერსტაპენისა და ლუის ჰემილტონის სუპერქარების კოლექციას. Aston Martin DB11 2019 წელს მაქს ვერსტაპენი Aston Martin DB11-ით შენიშნეს. აღსანიშნავია, რომ ეს მოდელი ლეგენდარული ჯეიმს ბონდის Aston Martin DB10-ის სამოქალაქო ვერსიაა. ნიდერლანდელი Aston Martin-ის დიდი სიყვარულით გამოირჩევა და DB11 არ არის ერთადერთი მოდელი, რომელიც მის კოლექციას ამშვენებს.

111
Aston Martin Vantage V12 ძრავით აღჭურვილ Vantage-ს 100კმ/სთ სიჩქარის განსავითარებლად 3.5 წამის სჭირდება.
Aston Martin DBS Superleggera Aston Martin-ის DBS სერიის კიდევ ერთი სუპერმოდელი, რომელიც ასევე V12 ძრავითაა აღჭურვილი. Superleggera-ს ღირებულება €350,000 შეადგენს და ვერსტაპენი მას 2018 წლიდან ფლობს.
Aston Martin Valkyrie Aston Martin-ისა და Red Bull-ის ერთობლივი საოცრება. ჰიპერავტომობილი 6.5 ლიტრიანი V12 ძრავითაა აღჭურვილი.
Ferrari Monza SP2 სელებრითების ერთ-ერთი საყვარელი ავტომობილი. Ferrari Monza SP2-ით ისეთი სახელოვანი ვარსკვლავები სარგებლობენ, როგორიცაა: მზარეული გორდონ რემსი და ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი. 6.5 ლიტრიანი V12 ძრავით აღჭურვილ Monza SP2-ს 100კმ/სთ სიჩქარის განსავითარებლად 2.9 წამი სჭირდება, მისი ღირებულება კი €1.6 მილიონს შეადგენს.
Ferrari 488 Pista 720 ცხენის ძალა და 2.85 წამში განვითარებული 100კმ/სთ სიჩქარე... ფორმულა 1-ის სახელოვანი პილოტის ავტოფარეხს ასეთი სუპერქარი ნამდვილად უნდა ამშვენებდეს.
Renault R.S.01 ვერსტაპენის პირად ავტოკოლექციაში Renault R.S.01 შესაძლოა ძრავის სიმძლავრით ყველაზე ნაკლებად თვალსაჩინოა, თუმცა ავტომობილის ღირებულება $400,000 შეადგენს.
Porsche 911 GT3 RS კლასიკა... ნებისმიერი ავტომოყვარულისათვის საოცნებო ავტომობილი. ყველასათვის სასურველი Porsche 911 GT3 RS ვერსტაპენის ავტოკოლექციას ამშვენებს, მისი ღირებულება კი $400,000 შეადგენს.
Mercedes-Benz C63 S AMG არ არსებობს კოლექცია Mercedes-Benz-ის გარეშე. C63 S AMG-ის საბაზრო ღირებულება $70,000-დან იწყება.
Falcon-900EX უკანასკნელი და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოდელი, რომელიც ვერსტაპენის ავტოფარეხს არა, მაგრამ კოლექციას ნამდვილად ამშვენებს.
ახლა კი დროა ლუის ჰემილტონის ავტოკოლექციას გადავხედოთ, რომელიც არანაკლებ შთამბეჭდავია. ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონის კოლექციას, რომელიც მერვე ტიტულთანაა ახლოს - თანამედროვე სუპერქარებთან ერთად, ვინტაჟური ავტომობილიც ამშვენებს. Ferrari LaFerrari ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტი ორ Ferrari LaFerrari-ს ფლობს.
 
View this post on Instagram
 

A post shared by @_rockieblunt

Pagani Zonda 760 LH 760 ცხენის ძალა და V12 ძრავი. ამ სუპერქარს 100კმ/სთ სიჩქარის განსავითარებლად, მხოლოდ 2.6 წამი სჭირდება.
McLaren P1 ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი, რომელიც ჰემილტონის კოლექციას ამშვენებს. სუპერქარის ღირებულება $1.15 მილიონს შეადგენს.
1966 Shelby 427 Cobra 1966 წლის ლეგენდარული მოდელის შეძენა, ჰემილტონს კიდევ უფრო ძვირი დაუჯდა. გავრცელებული ინფორმაციით, 1966 Shelby 427 Cobra-ს სანაცვლოდ, ბრიტანელმა $1.5 მილიონი გადაიხადა.
Mercedes-Benz SLS AMG Coupe Black Series Mercedes-Benz-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ელეგანტური მოდელი, რომელიც ჰემილტონის ავტოკოლექციას ამშვენებს.
Mercedes-AMG Project One სუპერქარის წარმოება ჯერ კიდევ არ დაწყებულა, თუმცა ის უკვე მოხვდა ჰემილტონის კოლექციაში. გავრცელებული ინფორმაციით, Mercedes-AMG Project One ფორმულა 1-ის ბოლიდის ძრავით იქნება აღჭურვილი. კონსტრუქტორები იმედოვნებენ, რომ იგი Aston Martin Valkyrie-ს გაუწევს კონკურენციას.
MV Agusta Lewis Hamilton edition 800RR ჰემილტონის კოლექციას არა მხოლოდ ავტომობილები, არამედ ეს გასაოცარი მოტოციკლიც ამშვენებს, რომელიც ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტის საპატივსაცემოდაა გამოშვებული. სერიულ წარმოებაში მხოლოდ 144 მოდელი გამოვიდა.

სხვა სტატიები