Belive

ათწლეულის მონაცემები: მესი VS რონალდუ - ვინ იყო უკეთესი?

4 წლის წინ სხვა
4 წთ
იმ საფეხბურთო ეპოქაში, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელსაც ყოველდღიურად თვალს ვადევნებთ, მთავარი საკამთო საკითხი ალბათ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის უკეთესის დასახელებაა. თემა, რომელზეც ასობით პროფესიონალს არაერთხელ უსაუბრია, არაერთი სტატია თუ გადაცემა შექმნილა, ალბათ ამოუწურავია და ისევე როგორც ზოგადად სპორტზე, კონკრეტულად ამ საკითხზე საუბარიც უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. თუმცა, ამ სტატიაში კერძოდ ბოლო ათწლეულის მონაცემებს შემოგთავაზებთ და როგორც მინიმუმ 21-ე საუკუნის 2 საუკეთესო ფეხბურთელის შედეგებს შევადარებთ.
No description available.
გოლები საკლუბო დონეზე:  ლიონელ მესი - 522 კრიშტიანუ რონალდუ - 478 საშუალოდ ბოლო დეკადაში არგენტინელ სუპერვარსკვლავს წელიწადში საშუალოდ 52 გოლი გააქვს, მაშინ, როცა პორტუგალიელის მაჩვენებელი ამ კომპონენტში 48-ს უდრის. მესის კარიერაში საუკეთესო წელიწადი 2012 იყო, როცა მან "ბარსელონასთვის" 79 გოლი გაიტანა, რონალდუსთვის კი გამორჩეული კალენდრული წელიწადი 2013 აღმოჩნდა, მაშინ მადრიდის "რეალის" ლიდერმა 59 ბურთი შეაგდო.
No description available.
საგოლე პასები საკლუბო დონეზე:  ლიონელ მესი - 205  კრიშტიანუ რონალდუ - 140 
No description available.
საკლუბო ტიტულები: ლიონელ მესი - 23 კრიშტიანუ რონალდუ - 17  მესიმ ამ პერიოდში 23 ტიტული მოიგო, საიდანაც 7 ლა ლიგისა გახლდათ. რონალდუ ლიგის ტიტულს მხოლოდ 3-ჯერ დაეუფლა (2 ლა ლიგა, 1 სერია A) სამაგიეროდ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფორმაციის გუნდის მთავარი ფიგურა გახლდათ და ჩემპიონთა ლიგის მოგება 4-ჯერ მოახერხა. ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მესიმ წარმატებას ამ დეკადაში მხოლოდ ხელ მიაღწია.
No description available.
გოლები სანაკრებო დონეზე: ლიონელ მესი - 57  კრიშტიანუ რონალდუ - 77  ორივე ფეხბურთელი თავისი ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია და ორივე მათგანმა უდიდესი სანაკრებო ტურნირების ფინალში ითამაშა, თუმცა პორტუგალიელის ციფრები უბრალოდ შეუდარებელია. ის თითქმის ყოველ მესამე მატჩში ჰეთ-თრიკს ასრულებს და ეროვნული გუნდის მაისურით უკვე 99 ბურთი აქვს შეგდებული. 10 გოლიც და რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში სანაკრებო დონეზე საუკეთესო ბომბარდირი გახდება.
No description available.
საერთაშორისო ტიტულები: ლიონელ მესი - 0  კრიშტიანუ რონალდუ - 2  პორტუგალიელი ამ კომპონენტში პრინციპულ მეტოქეს პირწმინდად ჯაბნის. მართალია მესიმ 2014 წლის მუნდიალის და ორჯერ კოპა ამერიკის ფინალში ითამაშა, თუმცა რონალდუმ 2016 წელს, საფრანგეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალში მასპინძლებს სძლია, 3 წლის თავზე კი უეფას ერთა ლიგის ისტორიაში პირველი ოქროსმედალოსანიც გახდა.
No description available.
ოქროს ბურთი:  ლიონელ მესი - 5  კრიშტიანუ რონალდუ - 4 რონალდუმ მეტქოესთან ჩამორჩენა აღმოფხვრა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა არგენტინელმა რამდენიმე კვირის წინ წინ გაჭრა ისევ მოახერხა.
No description available.
საერთო ჯამური რეიტინგი (20-ქულიანი სისტემა) ლიონელ მესი - 8.62  კრიშტიანუ რონალდუ - 8.05 მოწინავე სტატისტიკურმა გამოცემა WhoScored.com-მა შიდა ჩემპიონატებისა და საერთაშორისო სარბიელის შეჯამებით დეკადის გუნდი გამოაქვეყნა, რომელშიც უპირატესობა არგენტინელის მხარესაა. იმედია, აღნიშნული წარმატებები ფეხბურთის ორი ლეგენდის კარიერაში უკანასკნელი არ იქნება და მოედნის საბოლოოდ დატოვებამდე კიდევ არაერთი ტიტულის მოგებას და ქომაგების შთამბეჭდავი თამაშით გახარებას მოახერხებენ.
No description available.

სხვა სტატიები