Belive

Audi ფორმულა 1-ის დასაპყრობად ემზადება

2 წლის წინ სხვა
1 წთ
Audi-ს წარმომადგენლებმა საავტომობილო სპორტის ფედერაციას (FIA) ოფიციალური წერილით მიმართეს და მომდევნო წელს ფორმულა 1-ში ასპარეზობის უფლების მიღება ითხოვეს. Audi-ს დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა - მარკუს დუშმანმა და ტექნიკური განვითარების საბჭოს წევრმა ოლივერ ფოჰმანმა ერთობლივ წერილში აღნიშნეს, რომ მწარმოებელი ტექნიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მზადაა. Honda-ს წასვლის შემდეგ, ფორმულა 1 ახალ მწარმოებელს ეძებს, რომელიც Ferrari-ს, Mercedes-სა და Renault-ს შეუერთდება. Volkswagen-ის გიგანტური ჯგუფის ორმა წევრმა (Audi და Porsche) ინტერესი გამოთქვა და ვალდებულების ასაღებად მზაობა დაადასტურა. 21 დეკემბერს გაგზავნილ წერილში, დუშმანმა და ჰოფმანმა ფორმულა 1-ის აღმასრულებელ დირექტორ სტეფანო დომენიკალისა და FIA-ს პრეზიდენტ ჟან ტოდს ფორმულა 1-ის მოქმედ წევრებთან ერთად, ახალწვეულისათვის სპეციალური კომპრომისის დაშვების თხოვნით მიმართეს. Audi-ს მმართველი და სამეთვალყურეო საბჭო ფორმულა 1-ში შესვლის განაცხადს უახლოეს მომავალში ოფიციალურად დაადასტურებს.

სხვა სტატიები