5-7 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი – ბაქოს გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 11 სპორტსმენი იასპარეზებს, 9 მამაკაცი და 2 ქალი.
აღსანიშნავია ის ამბავი, რომ ოლიმპიური ჩემპიონის რანგში, ოქროსფერი არშიით პირველად იასპარეზებს – ლაშა ბექაური, ასევე წითელი არშიით (მსოფლიო ჩემპიონი) ტატამზე გამოვა – ლაშა შავდათუაშვილი. ასევე, უფროსებში დებიუტი ექნება, ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალოსან – გიორგი შერაზადიშვილს.
შემადგენლობა
-60 კგ: ჯაბა პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ: თორნიკე ფოლადაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი
-90 კგ: ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი
+100 კგ: გურამ თუშიშვილი
-52 კგ: მარიამ ჯანაშვილი, მზია ბებოშვილი