Belive

ბასილაშვილმა მეტოქე გაანადგურა და CHINA OPEN-ის ნახევარფინალშია!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 34-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი CHINA OPEN-ზე ასპარეზობს. ნიკამ პირველი და მეორე ეტაპი შესანიშნავად გადალახა, გაუმკლავდა ურთულეს მეტოქეებს - ჯეკ სოკსა და ფერნანდო ვერდასკოს. 1/4-ფინალურ ეტაპზე ნიკა 34 წლის მალეკ ჯაზირის დაუპირისპირდა, რომელმაც გუშინ მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერი ალექსანდრ ზვერევი გამოთიშა ასპარეზობას. შეხვედრა დაძაბულობით არ გამოირჩეოდა ვინაიდან ქართველი ჩოგბურთელი შესანიშნავ ფორმაშია, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ნიკამ ჯაზირი უშანსოდ დაამარცხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია: 6:2, 6:2 ბასილაშვილის სასარგებლოდ. ნიკას მომდევნო მეტოქე ნახევარფინალურ რაუნდში ბრიტანელი კაილი ედმუნდი იქნება.

სხვა სტატიები