Belive

ბექა ღვინიაშვილი პირველივე ეტაპზე დამარცხდა!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ქართველი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი, რომელიც ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობდა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ყველასათვის გასაკვირად პირველივე ეტაპზე დამარცხდა. ბექა ღვინიაშვილის მეტოქე გერმანელი ედუარდ ტრიპელი გახლდათ. მან ქართველი ძიუდოისტი საკუთარ ილეთზე დაიჭირა, გაუკეთა საპირისპირო გდება და იპონით გაიმარჯვა. სამწუხაროდ ბექა ღვინიაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს უმედლოდ ემშვიდობება. დღეს ანალოგიურ წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი უშანგი მარგიანი იასპარეზებს.

სხვა სტატიები