Belive

ბექა ლომთაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ბუდაპეშტში სტარტი აიღო თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატმა. პირველ დღეს ასპარეზობაში 4 ქართველი ფალავანი ჩაება. 61 კგ წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ მერვედფინალში სენეგალელი ადამა დიატა 6-0 დაამარცხა და მეოთხედფინალში იაპონელ კაზუია კოიანაგის დაუპირისპირდება. 86 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობას უკვე გამოეთიშა სანდრო ამინაშვილი, საწყის ეტაპზე მან კოლუმბიელი მეტოქე მარტივად დაამარცხა, თუმცა შემდეგ პოლონელ ზბიგნევ ბარანოვსკისთან ვერაფერს გახდა და 9-0 დამარცხდა. 74 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ უზბეკი ბეკზოდ აბდურახმანოვი დაამარცხა და მერვედფინალში პოლონელ პიოტრ სოკალსკის დაუპირისპირდება. 125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი ასპარეზობას მერვედფინალიდან იწყებს სადაც უნგრელ დანიელ ლიგეტის დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები