ბექჰემი რეალთან მოლაპარაკებებს აწარმოებს – ინტერ მაიამიში რეალის ერთ-ერთი ვარსკვლავი ითამაშებს?!

“ცხადია, რომ მადრიდის “რეალი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მრავალ ფეხბურთელს გაუშვებს” – ნათქვამია სამეფო კლუბის პრეზიდენტის – ფლორენტინო პერესის განცახდებაში.

როგორც ცნობილი გახდა, დევიდ ბექჰემს საკუთარ კლუბ “ინტერ მაიამიში”, მადრიდის “რეალის” ერთ-ერთი ვარსკვლავი – ხამეს როდრიგესის გადმობირება სურს. კოლუმბიელი ვარსკვლავის შესახებ ბექემი ფლორენტინო პერესს უკვე დაუკავშირდა და მათ კონტრაქტის პირობებზე ისაუბრეს.

უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ ფლორენტინო პერესი და ბექჰემი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ, MLS-ს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეუერთდება.

დევიდ ბექჰემი მადრიდის “რეალში” 2003 წლიდან 2007 წლამდე ირიცხებოდა. ამ პერიოდში მან 116 მატჩი ჩაატარა და 13 გოლის გატანა შეძლო.

 

(738)

ბექჰემი რეალთან მოლაპარაკებებს აწარმოებს – ინტერ მაიამიში რეალის ერთ-ერთი ვარსკვლავი ითამაშებს?!

სტატიის ავტორი
-