Belive

ბერნარდუ სილვა: „თამაში რონალდუს გარეშეც შეგვიძლია“

5 წლის წინ სხვა
1 წთ
პორტუგალიის ნაკრების ვინგერი, ბერნარდუ სილვა, ხორვატიასთან გამართული მატჩის შედეგით (1:1) კმაყოფილი დარჩა და რონალდუს არყოფნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „კრიშტიანუ ჩვენი კაპიტანია და მისი ყოფნა მოედანზე ბევრს ნიშნავს. გასაგებია, რომ რონალდუსთან ერთად უფრო ძლიერები ვართ, თუმცა მის გარეშეც შეგვიძლია კარგად თამაში. ხორვატებთან კარგი მატჩი ვითამაშეთ, თუმცა კარგი მომენტების გამოყენება ვერ შევძელით. საბოლოოდ ხორვატებმა გოლი მაინც გაგვიტანეს“, - აღნიშნა სილვამ. შეგახსენებთ, რომ ხვალ, 10 სექტემბერს, პორტუგალიის ნაკრები ერთა ლიგის ეგიდით პირველ მატჩს გამართავს - რონალდუს გარეშე მყოფი ფერნანდო სანტოშის შეგირდები იტალიას ეთამაშებიან.

სხვა სტატიები