ბერნი ეკლსტოუნი 89 წლის ასაკში შვილს ელოდება

89 წლის ასაკში, ფორმულა 1-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ბერნი ეკლსტოუნი, მე-4 შვილს ელოდება.

ბრიტანელ ბიზნეს მაგნატს წინა 2 ქორწინებიდან 3 ქალიშვილი ჰყავს – მის მეოთხე შვილს, ამჯერად ვაჟს, 65, 35 და 31 წლის დები ეყოლება.

“89 წლის ასაკში, შვილს ისევე ველოდები, როგორც მაშინ, როცა 29-ის ვიყავი,” აღნიშნა მან.

ეკლსტოუნის 44 წლის მეუღლის, ფაბიანა ფლოსის განცხადებით, იგი იმედოვნებს, რომ მის შვილს ფორმულა 1-სადმი ინტერესი საერთოდ არ ექნება.

ბერნი ეკლსტოუნი 89 წლის ასაკში შვილს ელოდება 1

ბერნი ეკლსტოუნი ოქტომბერში 90 წლის იუბილეს იზეიმებს და ამ ასაკს, იგი მამის, ბაბუისა და დიდი ბაბუის სტატუსით შეხვდება.

 

(6600)

ბერნი ეკლსტოუნი 89 წლის ასაკში შვილს ელოდება

სტატიის ავტორი
-