Belive

ბილბაო ფინალშია: ბასკები ერთ თვეში კოპა დელ რეის ორი სეზონის ფინალში ითამაშებენ 

3 წლის წინ სხვა
1 წთ
5 მარტს, ესპანეთის თასის ნახევარფინალური ეტაპის მეორე წყვილის საპასუხო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "ლევანტე" და ბილბაოს "ატლეტიკი" დაუპირისპირდნენ. ვალენსიურ-ბასკური დაპირისპირების ორივე მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი უკეთესი "ბილბაო" აღმოჩნდა: ვალენსიაში ჩატარებული მატჩის სტუმრებმა გოლი 112-ე წუთზე გაიტანეს და ფინალში გავიდნენ. საინტერესოა, რომ ბასკური კლუბი ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა, თანაც ისე, რომ წინა სეზონის გადამწყვეტი დაპირისპირება ჯერ კიდევ არ ჩაუტარებია. ამრიგად, აპრილის თვეში ესპანეთის სამეფო თასის ორი სეზონის ფინალი შედგება: 3 აპრილს,"ბილბაო" - "რეალ სოსიედადი" და 17 აპრილს, "ბარსელონა" - "ბილბაო". ორივე მატჩი სევილიაში, "ლა კარტუხაზე" გაიმართება.

სხვა სტატიები