Belive

ბილოდიდი: ,,დაე, ყველას, ვინც ასეთ ბოროტებას სჩადის, ყველაფერი 10-მაგად დაუბრუნდეს''

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ძიუდოში მსოფლიოსა და ევროპის 2-2-გზის ჩემპიონმა, დარია ბილოდიდმა, რუსული აგრესიის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა:
,,ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებს ხოცავენ. რატომ?! თქვენ ხალხს ანადგურებთ და მათ მშვიდობიანი ცხოვრების უფლებას არ აძლევთ, მხოლოდ გვხოცავთ, რითაც საერთო მწუხარებას ქმნით... ღმერთო, გვიშველე! დაე, ყველას, ვინც ასეთ ბოროტებას სჩადის, ყველაფერი 10-მაგად დაუბრუნდეს! ასე იგრძნობთ იმას, რასაც ახლა ჩვენ ვგრძნობთ,'' -  წერს უკრაინელი ინსტაგრამის პირად გვერდზე.
21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო. სპორტის არაერთი სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ რუსეთი მკაცრი სანქციებით დასაჯა.

სხვა სტატიები