Belive

ბილოდიდი, სვიტოლინა და უკრაინელი ოლიმპიელები რუსი და ბელორუსი სპორტსმენების დასჯას ითხოვენ

2 წლის წინ სხვა
1 წთ

24 თებერვალს, რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრა მთელი მსოფლიოსათვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა - სამწუხაროდ რუსული აგრესია დღემდე გრძელდება. დარია ბილოდილი, ელინა სვიტოლინა და უკრაინელი ოლიმპიელები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და მსოფლიოს წამყვან სპორტულ ორგანიზაციებს ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ. Instagram-ზე გავრცელებულ ვიდეოში უკრაინელი ოლიმპიელი და პარალიმპიელი სპორტსმენები, 2022 წლის ზამთრის პარალიმპიური თამაშებიდან, რომელსაც ჩინეთის დედაქალაქი პეკინი მასპინძლობს, რუსული და ბელორუსული დელეგაციების მოკვეთას ითხოვენ. უკრაინელი სპორტსმენები აღნიშნავენ, რომ სპორტში აგრესორი ქვეყნის წარმომადგენლების ადგილი არაა, შესაბამისად რუსეთისა და ბელორუსის ნაკრებები, სპორტსმენები და ოფიციალური დელეგაციები პარალიმპიურ თამაშებზე არ უნდა დაუშვან.

 
View this post on Instagram
 

A post shared by DARIA BILODID (@dariabilodid7)

სხვა სტატიები