Belive

ბო ნიკალის დებიუტი UFC-ში დეკემბერში შედგება

1 წლის წინ სხვა
2 წთ

ბო ნიკალის UFC-ის დებიუტი წლის ბოლოს შედგება. ის 12 დეკემბერს UFC 282-ზე გამოცდილ ვეტერანს ჯეიმი პიკეტს შეხვდება. ნიკალი MMA-ს ხუთი მებრძოლიდან ერთ-ერთი იყო, რომელმაც DWCS მე-6 სეზონის ბოლო ეპიზოდზე კონტრაქტი გააფორმა.

ის არა მხოლოდ წარმოუდგენლად ნიჭიერი მოჭიდავეა, ძალიან საზრიანიც გამოდგა, რაზეც მისი განცხადება მოწმობს ჩიმაევისა და ლოგან პოლის შესახებ.

"თუ UFC-ს თანახმაა, მომეცით ეს შვედი ბიჭი". ის საერთოდ არ არის საუკეთესო, რადგან წონის კლებაც კი არ შეუძლია. თუ ეს არ გამოვა, მაშინ ლოგან პოლი იყოს. - თქვა ნიკალმა

26 წლის ნიკალს MMA-ში 3 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მოიგო. ბო საკმაოდ წარმატებული მოჭიდავე იყო და ამაზე მისი ტიტულებიც მიეტყველებს: U23 მსოფლიო ჩემპიონატი 92კგ-ში, 2019 წელს ბუდაპეშტი ოქროს მედალი, აშშ-ს ნაციონალური ჩემპიონატი 92კგ-ში, 2019 წელს ლას ვეგასი-ოქროს მედალი, NCAA Division 1, 2019 წელს პიტსბურგი ; 2018 წელი კლივლენდი ; 2017 წელი სენტ-ლუისი- ვერცხლის მედალი, NCAA Division 1, 2016 წელი ნიუ-იორკი ოქროს მედალი, BIG Ten Championship 2019 წელი მინეაპოლისი ; 2018 წელი აღმოსავლეთ ლენსინგი ; 2016 წელი აიოვა სითი- ბრინჯაოს მედალი.

სხვა სტატიები