Belive

ბორჯღალოსნები იაპონიაში ჩაფრინდნენ (ფოტო)

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ბორჯღალოსნებმა 6 სექტემბერს მსოფლიო თასამდე ბოლო ტესტ მატჩი გამართეს. ქართველი მორაგბეები შოტლანდიელებს დაუპირისპირდნენ და 36:9 დამარცხდნენ. ბოლო ტესტ მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები პირდაპირ იაპონიაში გაემგზავრნენ, სადაც მსოფლიო თასისთვის მოემზადებიან და 23 სექტემბერს მსოფლიო თასის პირველ მატჩს უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახლა ნაკრებთან ერთად იმყოფება მამუკა გორგოძეც, რომელიც ნაკრებს პირდაპირ ტოკიოში შეუერთდა. პირველი ფოტოები იაპონიაში ჩაფრენის შემდეგ:
gorgodze

სხვა სტატიები