Belive

ბოსნიის ნაკრები: ყველაფერი რაც მომავალი მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ

2 წლის წინ სხვა
5 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები 2022 წელს ამხანაგური მატჩებით დაიწყებს. წლის პირველი შეხვედრა ეროვნულ გუნდს 25 მარტს, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრების წინააღმდეგ, ქალაქ ზენიცაში ელის. აღსანიშნავია, რომ ეს ნაკრებები აქამდე ერთმანეთს ისტორიაში არასდროს შეხვედრიან და ეს ბოსნიის წინააღმდეგ ჩასატარებელი პირველი შეხვედრა იქნება, ამიტომაც შევეცდებით ჩვენი მომავალი მეტოქე უკეთ გაგაცნოთ.

ბოსნიისა და ჰერცვეგოცვინის ნაკრები

დაარსება: 1992 ფეხბურთის ფედერაცია: 1992 ფიფას წევრი: 1996 უეფას წევრი: 1998 ფიფას რეიტინგი: 59 (2022 წლის 10 თებერვლის მონაცემებით) უმაღლესი რეიტინგი: 13 (2013 წლის აგვისტო) ყველაზე დაბალი შედეგი რეიტინგში: 173 (1996 წლის მარტი) საშინაო არენა: ბილინო პოლიე/გრბავიჩა მეტსახელი: დრაკონები, ოქროს შროშანები მთავარი მწვრთნელი: ივავლო პეტევი კაპიტანი: ედინ ჯეკო სტატისტიკა პირველი მატჩი: ალბანეთი - ბოსნია 2:0 ( 1995 წლის 30 ნოემბერი, ტირანა, ალბანეთი) ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: ბოსნია - ესტონეთი 7:0 (2008 წლის 10 სექტემბერი, ზენიცა, ესპანეთი), ბოსნია - ლიხტენშტეინი 8:1 (2012 წლის 7 სექტემბერი, ვადუცი, ლიხნტენში) ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: არგენტინა - ბოსნია 5:0 (1998 წლის 14 მაისი, კორდობა, არგენტინა) ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: ედინ ჯეკო (118) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: ედინ ჯეკო (60) მონაწილეობა მსოფლიოს ჩემპიონატზე: 1 (2014)
European Qualifiers Team photos — Bosnia & Herzegovina national football  team ...

ისტორია

ბოსნიაში, ისევე როგორც, აღმოსავლეთ ევროპის ბევრ სხვა ქვეყანაში, ფეხბურთი 1920-იანი წლების დასაწყისიდან ჩაისახა, თუმცა იმ დროიდან საუკუნის მიწურულამდე ბოსნიელებს გამოსვლა იუგოსლავიის სახელით უწევდათ. იუგოსლავიის კავშირის დაშლის შემდეგ, ბოსნიისა და ჰერცეგოვინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პარალელურად, 1992 წლიდან ქვეყანაში ფეხბურთის ფედერაცია და შესაბამისად ნაკრებიც დაარსდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საკმაოდ პატარა და თანაც ომის შედეგად ორად გაყოფილი იყო, საბოლოო ჯამში, მათ მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა მაინც მოახერხეს და ისტორიული შედეგი დააფიქსირეს. საერთაშორისო ორგანიზაციებში ბოსნიური ფეხბურთი 90-იანი წლების მიწურულიდან გაწევრიანდა, რასაც მალე დიდი ტურნირების შესარჩევ ეტაპებზე სადებიუტო გამოსვლა მოჰყვა. მალევე, 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ქვეყანას ერთი ნაბიჯი დააკლდა, რაც რეალურად დანიის ნაკრების წინააღმდეგ უკეთესი ბურთების შეფარდებაში აისახა - საამისოდ ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებს ერთით მეტი გოლი სჭირდებოდა. საბოლოოდ, დიდ საფეხბურთო ფორუმზე მოხვედრის ოცნება ბოსნიელებმა რეალობად 2014 წელს აქციეს, როცა გამორჩეულმა თაობამ მუნდიალის საგზური მოიპოვა. საამისოდ, მათ 2013 წლის ოქტომბერში გამართულ პლეი-ოფში ლიეტუვას აჯობეს და უდიდეს საფეხბურთო წარმატებას მიაღწიეს. ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრები ბრაზილიაში გამართულ ტურნირზე მხოლოდ მონაწილეობას არ დასჯერდა და მათ ირანის დამარცხებით - 3:1 ისტორიული გამარჯვება იზეიმეს, საბოლოოდ კი ჯგუფში მესამე პოზიცია დაიკავეს.

შემადგენლობა

ის რესურსი, რომელიც ამჟამად ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრებს გააჩნია, უდავოდ მათ პირად ისტორიაში საუკეთესოა. მიუხედავად იმისა, რომ, ბოსნიური ფეხბურთის ოქროს თაობა იდეალურ სათამაშო ფორმაში ნამდვილად არ არის, მათ რიგებს ისეთი ფეხბურთელები კვლავაც ავსებენ, როგორებიც ედინ ჯეკო, მირალენ პიანიჩი (ამჟამად ტრავმირებულია), სეად კოლაშინაცი, რადე კრუნიჩი და სხვები არიან. მეკარეები: იბრაჰიმ შეჰიჩი (ქონიასპორი), ნიკოლა ვასილი (სენტ პაული), ვლადან კოვაჩევიჩი (რაკოვი) კენან პირიჩი (გიოზთეფე). მცველები: სინიშა სანიჩანინი (პარტიზანი), ანელ აჰმედჰოჯიჩი (ბორდო), დენის ჰაჯიკადუნიჩი (როსტოვი), ადნან კოვაჩევიჩი (ფერენცვაროში), ჰრვოიე მილიჩევიჩი (აეკ ლარნაკა), სეად კოლაშინაცი (მარსელის ოლიმპიკი), ელდარ ჩივიჩი (ფერენცვაროში), იუსუფ გაზიბეგოვიჩი (გრაცის შტურმი), ამარ დედიჩი (ვოლფსბერგერი). ნახევარმცველები: ამირ ჰაძიაჰმეტოვიჩი (ქონიასპორი), სანინ პრჩიჩი (სტრასბურგი), რადე კრუინიჩი (მილანი), ამერ გოჯაკი (დინამო ზაგრები), გოიკო კიმიროტი (ლიეჟის სტანდარტი), ადი ნალიჩი (მალმიო), ვლადან დანილოვიჩი (ნასიონალი), ამარ რაჰმანოვიჩი (ქონიასპორი), მიროსლავ სტევანოვიჩი (სერვეტი). თავდამსხმელები: ედინ ჯეკო (ინტერი), ერმედინ დემიროვიჩი (ფრაიბურგი), სმაილ პრევლიაკი (ეუპენი), ლუკა მენალო (ზაგრების დინამო). საშუალო ასაკი: 26 წელი. სატრანსფერო ღირებულება: 61.80 მილიონი ევრო.

მწვრთნელი 

ბოსნიის ნაკრებს ბულგარელი მთავარი მწვრთნელი, ივაილო პეტევი თავკაცობს, რომელიც ჩვენს მომავალ მეტოქეს სათავეში 2021 წლის იანვარში ჩაუდგა და მას შემდეგ 12 მატჩში უხელმძღვანელა, საიდანაც ბოსნიელებმა მხოლოდ 2 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 5-ში დამარცხდნენ.​ კარიერის განმავლობაში, საკმაოდ გამოცდილ 46 წლის მწვრთნელს სამშობლოში, ლევსკის "სოფიას", "ლუდოგორეცის", ბულგარეთის ნაკრების, ზაგრების "დინამოს", კვიპროსული "ომონიას" და "აელ ლიმასოლის", პოლონური "იაგელონიას" და საუდის არაბეთის "ალ ქადიშიას" მწვრთნელი გახლდათ. "ლუდოგორეცთან" ერთად ბოსნიის ნაკრების მწვრთნელმა ორჯერ ბულგარეთის ჩემპიონატი, ერთხელ თასი და ერთხელ სუპერთასი მოიგო.  

სხვა სტატიები