Belive

BREAKING | მერაბ დვალიშვილი UFC-ის რეიტინგში 4 პოზიციით დაწინაურდა

2 წლის წინ სხვა
1 წთ
UFC Vegas 25-ის ივენთზე გულშემატკივრმა გამორჩეული ბრძოლები იხილა. ქართველი მებრძოლებისთვის ივენთი წარმატებული გამოდგა - გიგა ჭიკაძემ სახელოვანი კაბ სვენსონი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ჭიკაძე UFC-ში დაუმარცხებლად ასპარეზობს (6:0). ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ ივენთზე, გამარჯვება კიდევ ერთმა ქართველმა მებრძოლმა – მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა. დვალიშვილისა და სტამანის 3-რაუნდიანი დაპირისპირება ქართველი მებრძოლის სრული დომინირებით წარიმართა და დვალიშვილმა ოქტაგონზე ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა. UFC-ის განახლებულ რეიტინგში მერაბ დვალიშვილი 4 პოზიციით დაწინაურდა. ქვემსუბუქი (BANTAMWEIGHT) წონითი კატეგორიის განახლებულ რეიტინგში, დვალიშვილი მერვე პოზიციაზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ დივიზიონის ჩემპიონის ტიტულს, ქართველი მებრძოლის თანაგუნდელი - ალჯამაინ სტერლინგი იკავებს.
Untitled

სხვა სტატიები