Belive

ჩაკვეტაძის გოლს "გენტმა" Twitter-ზე პოსტი მიუძღვნა

5 წლის წინ სხვა
1 წთ

ყაზახეთის ნაკრებთან გიორგი ჩაკვეტაძის შესანიშნავ გოლს "გენტი" გამოეხმაურა, რომლის შემადგენლობაშიც ჩაკვეტაძე 2017 წლიდან თამაშობს. "გიორგი ჩაკვეტაძე, დაიმახსოვრეთ ეს სახელი..." - ვკითხულობთ "გენტის" ოფიციალურ Twitter-ზე.

აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შემდეგ "გენტმა" საქართველოს ნაკრებს გამარჯვებაც მიულოცა: "ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს და ორ გიორგის" - ბელგიური გუნდი ჩაკვეტაძესთან ერთად გიორგი ქვილითაიასაც გულისხმობდა. ჩაკვეტაძის გოლთან დაკავშირებით გამოხმაურება "გენტმა" სახალისო პოსტით დაასრულა, რასაც აღინიშნა, რომ ჩაკვეტაძემ ერთა ლიგის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები