Belive

ჩემპიონთა ლიგა | დინამო თბილისის პირველი გამარჯვება

3 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს საუკეთესო გუნდი ევროპის რჩეულ 12 რჩეულს შორის მოხვდა და გამოსვლა ჯგუფური ეტაპიდან დაიწყო. გუნდები ორ, ექვსგუნდიან ჯგუფებში არიან გადანაწილებულნი და პლეი-ოფში მათგან 4 მეტოქე გადის. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ორ მატჩში ("ბრეშა" 9:15, "ბარსელონეტა" 17:5) განცდილი მარცხის შემდეგ, "დინამო თბილისმა" "იადრანი", ანგარიშით 11:8 დაამარცხა და ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ "დინამო თბილისმა" საკმაოდ ძლევამოსილი და ტიტულოვანი მეტოქე დაამარცხა. "იადრანი" მონტენეგროს ჩემპიონი რვაჯერ გახდა - ჩემპიონთა ლიგა კი ტრიუმფით ორჯერ დაასრულა.

სხვა სტატიები