Belive

ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის საინტერესო სტატისტიკები

4 წლის წინ სხვა
4 წთ
გუშინ, 11 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა. გთავაზობთ ჯგუფური ეტაპის საინტერესო სტატისტიკებს:

ყველაზე მეტი ქულა

ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტი ქულა "ბაიერნმა" მოიპოვა. გერმანელებმა 6 თამაშში 6-ივე მატჩის მოგება შეძლეს და ჯამში 18 ქულა მოაგროვეს.

ყველაზე ცოტა ქულა

ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე ცოტა ქულა ბელგიურმა "გენკმა" აიღო. მათ მხოლოდ 1 ქულის აღება შეძლეს, როდესაც შინ "ნაპოლისთან" უგოლო ფრე ითამაშეს.

ყველაზე მეტი გატანილი გოლი

როგორც უკვე აღვნიშნეთ "ბაიერნმა" საოცარი ჯგუფური ეტაპი ჩაატარა და 6-დან 6 მატჩი მოიგო. მათ ასევე საოცარი სტატისტიკა დააფიქსირეს გატანილი გოლების რაოდენობით. გერმანელებმა 6 თამაშში 24 გოლის გატანა შეძლეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯგუფურ ეტაპზე 24 გოლიდან 10 ლევანდოვსკის ანგარიშზეა.

ყველაზე ცოტა გატანილი გოლი

ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში, ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე ცოტა გოლი თურქული "გალათასარაის" ანგარიშზეა. მათ ჯგუფური ეტაპის 6 თამაშში 1 გოლის გატანა შეძლეს, როდესაც შინ "ბრიუგესთან" 1:1 ითამაშეს. იმ ერთადერთი გოლის ავტორი კი თურქი თავდამსხმელი - ადემ ბუიუკია.

ყველაზე მეტი გაშვებული გოლი

წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა საკმაოდ უხვგოლიანობით გამოირჩეოდა, გრანდები ბევრ გოლს იტანდნენ, ხოლო აუტსაიდერები კი ბევრ გოლს უშვებდნენ. ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე ბევრი კი "ცრვენა ზვეზდამ" და "გენკმა" გაუშვეს - 20 გოლი.

ყველაზე ცოტა გაშვებული გოლი

მიუხედავად იმისა, რომ "პსჟ"-ს ჯგუფში მადრიდის "რეალი" ჰყავდა, ჯგუფურ ეტაპზე ყვალაზე ცოტა გოლი მაინც ფრანგებმა გაუშვეს. "პსჟ"-ს ორივე გოლი მადრიდელებმა გაუტანეს, საბოლოო ჯამში კი ჯგუფური ეტაპი 2 გაშვებული გოლით დაასრულეს.

ყველაზე მეტი ქულა რომლითაც გუნდი ჯგუფში ჩარჩა

H ჯგუფი იყო ის ერთ-ერთი ყველაზე  ჯგუფი, სადაც ნეიტრალური გულშემატკივარი ყველაზე დიდ ბრძოლასა და დაძაბულობას ელოდა. ასეც გამოვიდა, ამ ჯგუფიდან გასვლის შანსები ბოლო ტურამდე 3 კლუბს ჰქონდა: ჩელსის, ვალენსიასა და აიაქსს. ბოლო ტურში კი "აიაქსი" შინ "ვალენსიასთან" 0:1 დამარცხდა, ხოლო "ჩელსიმ" "ლილი" 2:1 დაამარცხა და ესპანური და ინგლისური კლუბები ჯგუფიდან გავიდნენ, ხოლო წინა წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი "აიაქსი" ჯგუფში ჩარჩა. ყველაზე მეტი (10) ქულა, რომლითაც გუნდი ჯგუფში ჩარჩა, სწორედ ჰოლანდიურ გრანდს ეკუთვნის.

ყველაზე ცოტა ქულა რომლითაც გუნდი ჯგუფიდან გავიდა

H ჯგუფის მსგავსად, ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ჯგუფი იყო C, სადაც ბოლო ტურამდე იყო იმის ინტრიგა, თუ რომელი გუნდი გავიდოდა მეორე ადგილით ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში. აქ პირველი ადგილი მანჩესტერ "სიტიმ" დაიკავა. ყველაზე ცოტა ქულა, რომლითაც გუნდი ჯგუფიდან გავიდა "ატალანტას" ეკუთვნის, რომელთაც მცირედი საოცრება მოახდინეს. იტალიურ კლუბს 4 ტურის შემდეგ 1 ქულა ჰქონდა, ხოლო ბოლო 2 მატჩი 2 გამარჯვება იზეიმა და ჯგუფიდან 7 ქულით გავიდა.

საუკეთესო დასწრება

2019/20 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონში ყველაზე მეტი 90 071 გულშემატკივარი "ბარსელონა" "დორტმუნდის" მატჩს დაესწრო. ეს მატჩი "კამპ ნოუ"-ზე გაიმართა.  

სხვა სტატიები