Belive

ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე, დინამო ბათუმის მეტოქე ცნობილია!

1 წლის წინ სხვა
1 წთ
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა ის გუნდი, რომელიც პირველ ეტაპზე წარმატების მიღწევის შემთხვევაში, "დინამო ბათუმის" მეტოქე იქნება. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბრატისლავის "სლოვანის" ბარიერს დაძლევს, აჭარული კლუბის მეტოქე მეორე ეტაპზე ყაზახური "ტობოლისა" და უნგურლი "ფერეცვაროშის" წყვილში გამარჯვებული იქნება. უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 19/20 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩები 26/27 ივლისს გაიმართება.  

სხვა სტატიები