Belive

"ჩემთვის ცხოვრება გაჩერდა" - კორონავირუსმა მაკგრეგორის დეიდა იმსხვერპლა

4 წლის წინ სხვა
1 წთ
ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა. 31 წლის სპორტსმენს კორონავირუსის გამო დეიდა გარდაეცვალა. "კარგი ჩვევები, რომელიც ამ ველური თავდასხმის დროს მივიღეთ, მომავალში გაგვაძლიერებს. ხელის და სახის ჰიგიენა არის ის, რასაც ჩვენ ყოველთვის უნდა ვაკეთებდეთ. ხალხი ხშირად მეუბნება: "არ მჭირდება ფოტო, უბრალოდ ხელი ჩამომართვით" და მე მათ ვთანხმდები, მაგრამ ეს სახიფათოა. ახლა ადამიანებმა საკუთარი და ახლობლების ჯანმრთელობაზე უნდა ვიზრუნოთ. დუბლინში, პირდაპირ ეთერში შესასვლელად ვემზადებოდი, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ კორონავირუსის გამო ჩემი საყვარელი დეიდა გარდაიცვალა. ჩემთვის ცხოვრება გაჩერდა. ეს ყრუ ვირუსი. რა ჯანდაბა ხდება?",-წერს მაკგრეგორი Intsagram-ში. COVID19-ს მსოფლიოში უკვე 5 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

სხვა სტატიები