Belive

ჩეფერინი: "ევროპის ჩემპიონატი 12 ქვეყენაში და გულშემატკივართან ერთად ჩატარდება"

3 წლის წინ სხვა
1 წთ
უეფას პრეზიდენტი ალექსანდრე ჩეფერინი ირწმუნება, რომ ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირი ევრო 2020-ს ჩატარებას ოპტიმისტურად უყურებს. "ჩვენ ვაპირებთ ევრო 2020-ს ჩატარებას იმ ქალაქებში, სადაც თავდაპირველად ვგეგმავდით. მე ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მივუახლოვდებით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირს, მით უფრო ხელსაყრელი იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. აპრილისთვის ჩვენ ვგეგმავთ უეფას წევრი ფედერაციებისგან გეგმების მიღებას გულშემატკივრის ტრიბუნებზე დაბრუნების შესახებ. ამის საფუძველზე განვავითარებთ ევროპულ პროგრამას. ქომაგი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც ფეხბურთს განსაკუთრებულს ხდის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ისინი დაბრუნდნენ სტადიონებზე", - თქვა 53 წლის სლოვენიელმა. ევროპის ჩემპიონატი, რომელიც 2020 წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, 2021 წლის ივნისისთვის გადაიდო. ტურნირი 12 ქალაქში: ლონდონში, მიუნხენში, ბაქოში, რომში, ბუქარესტში, კოპენჰაგენში, ამსტერდამში, ბილბაოში, გლაზგოში, ბუდაპეშტში, დუბლინში და სანქტ-პეტერბურგში უნდა ჩატარდეს. გახსნის მატჩი 11 ივნისს, რომში, "სტადიო ოლიმპიკოზე” უნდა შედგეს, სადაც ერთმანეთს თურქეთისა და მასპინძელი იტალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები