Belive

ჩილემ ამერიკას მოუგო და მსოფლიო ჩემპიონატის საგზური გაიფორმა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ჩილეს ნაკრებმა ამერიკა სტუმრად 31:29 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ტურნირის საგზური გაიფორმა. მატჩში გადამწყვეტი 75-ე წუთზე გატანილი ჯარიმა აღმოჩნდა, რომელიც სანტიაგო ვიდელამ შეასრულა. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა, რომელიც სანტიაგოში გაიმართა, ამერიკელების გამარჯვებით, ანგარიშით 22:21 დასრულდა. შედეგად, ორი მატჩის ჯამში, ჩილემ 52:51 იმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. უკვე ცნობილია, რომ პაბლო ლემუანის გუნდი D ჯგუფში ინგლისის, იაპონიის, არგენტინისა და სამოას ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს და პირველ შეხვედრას 10 სექტემბერს იაპონელთა წინააღმდეგ გამართავს.



ჩილე შესარჩევი ეტაპს პირველ რაუნდში კოლუმბიას უნდა შეხვედროდა, თუმცა დაპირისპირება მეტოქე გუნდში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების გამო არ შედგა და ნაკრებმა მომდევნო ეტაპის საგზური ავტომატურად გაიფორმა. მეორე რაუნდში ჩილელებმა მეორე ადგილი დაიკავეს, რეპეშაჟში კანადას აჯობეს, გადამწყვეტ მატჩში კი აშშ-ს.

სხვა სტატიები