Belive

ჩრდილოეთ მაკედონიას საქართველოსთან მატჩისთვის ლიდერი გამოაკლდა

3 წლის წინ სხვა
1 წთ
ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოსთან, ერთა ლიგის C ჯგუფის მე-4 ტურის მატჩს დანაკლისით ხვდება. 14 ოქტომბერს გასამართი თამაშისთვის იგორ ანგელოვსკის გუნდს კიდევ ერთი ლიდერი გამოაკლდა. ენეს ბარდიმ ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია მიიღო და საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ "ლევანტეს" ფეხბურთელი ვერ ითამაშებს. მაკედონიას, გარდა ბარდისა, კიდევ ერთი გამორჩეული მოთამაშე ელიფ ელმასი ვერ დაეხმარება. 21 წლის ნახევარმცველს კორონავირუსი ჰქონდა და ახლა იზოლაციაშია. საქართველოსა და მაკედონიის ნაკრებებს შორის დაპირისპირება სკოპიეში 14 ოქტომბერს, 22:45-ზე გაიმართება.