Belive

"ჩვენ სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექის შანსი წაგვართვეს"

5 წლის წინ სხვა
1 წთ
"წლის ბრძოლად" დაანონსებული შეხვედრა დეონტეი უალდერსა და ტაისონ ფიურის შორის მართლაც სანახაობრივი, დაძაბული და სკანდალური გამოდგა. მიუხედავად ფიურის ორი ნოკდაუნისა, შეხვედრა საბოლოოდ მაინც ფრედ მორჩა (იხ. ბმული) და ბევრი გულშემატკივრის თვალსაზრისით დიდი უსამართლობა დაფიქსირდა. ასე არ ფიქრობს ფიური და მისი სამწვრთნელო გუნდი. ერთ-ერთმა მათგანმა (ბენ დევისონი) კი ორთაბრძოლის შემდეგ ასეთი განცხადება გააკეთა: "მათ ჩვენ არამარტო ბოქსის, არამედ მსოფლიო სპორტის ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექის შანსი წაგვართვეს. ეს ავადმყოფური გადაწყვეტილება იყო. მე მთლიანად გულწრფელი ვარ თქვენთან. საამაყო არაფერი გვაქვს. ჩვენ აქ ფულისთვის არ მოვსულვართ, ჩვენ მოგება გვსურდა".

სხვა სტატიები