Belive

CNN - ნინო სალუქვაძე ოლიმპიადის ისტორიას ქმნის

2 წლის წინ სხვა
1 წთ
ხვალ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ჩაერთვება მიზანში მსროლელი ნინო სალუქვაძე, რომელიც მონაწილეობას ზედიზედ მე-9 ოლიმპიადაზე მიიღებს. 52 წლის სპორტსმენს CNN-მა დიდი ყურადღება დაუთმო და სტატიაც მიუძღვნა:
,,ქართველი მიზანში მსროლელისთვის, ნინო სალუქვაძისთვის, დღეს ნაცნობი გრძნობაა. 52 წლის სპორტსმენი მონაწილეობას მე-9 ოლიმპიადაზე მიიღებს, რაც ქალებს შორის იტორიაში საუკეთესო შედეგია. სალუქვაძის ოლიმპიური დებიუტი 1988 წელს, სეულში, საბჭოთა კავშირის სახელით შედგა, მაშინ მან 25 და 10 მეტრის ნიშნულიდან მიზანში სროლაში ოქროსა და ვერცხლის მედლების მოგება შეძლო. მას შემდეგ, სალუქვაძემ ყველა ოლიმპიადაზე იასპარეზა და 2008 წელს საქართველოს სახელით პეკინში ბრინჯაოს მედალიც მოიგო. თავისი დიდი კარიერის განმავლობაში მის ანგარიშზე 86 მედალია. რეკორდული ასპარეზობის წინ კი სალუქვაძეს წილად ხვდა პატივი, ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე ქართული დელეგაციის მედროშე ყოფილიყო,'' - წერს CNN-ი.
ოლიმპიადაზე 9-ჯერ სულ ორ სპორტმენს აფანასი კუზმინსა (მსროლელი) და ჰუბერტ რაუდაშლს (აფროსანი) უასპარეზიათ. ყველა დროის რეკორდსმენი კი იან მილარია (ცხენოსნობა), რომლის ანგარიშზეც 10 ოლიმპიადაა.

სხვა სტატიები