დანა უაითი არ ნებდება - UFC-ის 3 ტურნირი ერთ კვირაში
ტონი ფერგიუსონი Vs. ჯასტინ გეიჯი
ჰენრი სეხუდო Vs. დომინიკ კრუზი
ფრენსის ნგანუ Vs. ჟაირზინიო როზენსტრუკი
ჯერემი სტეფენსი Vs. კალვინ კატარი
დონალდ სერონე Vs. ენტონი პეტისი
გრეგ ჰარდი Vs. იორგან დე კასტრო
ალექსეი ოლეინიკი Vs. ფაბრისიო ვერდუმი
კარლა ესპარზა Vs. მიშელ უოტერსონი
რონალდო სოუზა Vs. ურია ჰოლი
ვისენტე ლუკე Vs. ნიკო პრაისი
ჩარლზ როსა Vs. ბრიუს მიჩელი დანა უაითი აღნიშნულზე შეჩერებას არ აპირებს. უკანასკნელი ცნობების თანახმად, 1 კვირაში UFC-ის სამი ივენთი გაიმართება. ESPN-თან საუბარში ორგანიზაციის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ 9 მაისს გასამართი UFC 249-ის შემდეგ, 13 და 16 მაისს კიდევ ორი ტურნირი ჩატარდება. "მათ ბრძოლა სურთ. ხალხი გვიკავშირდება და ბრძოლის ორგანიზებას გვთხოვს. 1 კვირის განმავლობაში 3 ტურნირს ჩავატარებთ. მებრძოლები, რომელთაც ბრძოლა სურთ ამ შესაძლებლობას მიიღებენ", - აღნიშნა დანა უაითმა.