Belive

დანა უაითი კონორ მაკგრეგორს აფრთხილებს

3 წლის წინ სხვა
2 წთ

დანა უაითი კონორ მაკგრეგორს მოუწოდებს კრივთან დაკავშირებულ გეგმებზე უარი განაცხადოს და სრული კონცენტრაცია UFC-ზე მოახდინოს. 23 იანვარს, დანა უაითის მებრძოლთა კუნძულზე, UFC 257-ის ეგიდით, ლეგენდარული ირლანდიელი მებრძოლი დასტინ პორიეს დაუპირისპირდება. აღსანისნავია, რომ 2021 წელს ოქტაგონის პარალელურად, კონორ მაკგრეგორი მენი პაკიაოსაც დაუპირისპირდება და კრივში ძალებს კიდევ ერთხელ მოსინჯავს.

"მენტალურად, ფიზიკურად, ემოციურად - მაკგრეგორი ბრძოლისთვის მზადაა. ვისურვებდი, რომ მან მთელი ფოკუსირება UFC-ზე მოახდინოს. შესაძლოა ტიტულისათვის კვლავ ხაბიბ ნურმაგომედოვს დაუპირისპირდეს ან რომელიმე სხვა მეტოქეს, იმ შემთხვევაში, თუ ხაბიბი კარიერის დასრულებას გადაწყვეტს." "კრივში მან შესაძლოა ნებისმიერ დროს გამონახოს მეტოქე და დაუპირისპირდეს ნებისმიერ მსურველს, მაგრამ ამ წუთისათვის მაკგრეგორი MMA-ში საუკეთესოა და ფოკუსირება სწორედ ამაზე უნდა მოახდინოს." "რეალურად რომ ვთქვათ, კონორი არ ახალგაზრდავდება. მიმდინარე წლის განმავლობაში ვისურვებდი, რომ მაკგრეგორი კვლავ UFC-ში ვიხილო. თუ მაკგრეგორს რომელიმე მოკრივესთან დაპირისპირება სურს, მომავალ წელს შეუძლია ნებისმიერ მეტოქეს დაუპირისპირდეს", - აღნიშნა დანა უაითმა.

სხვა სტატიები