დანა უაითი: “ნურმაგომედოვი Vs. ფერგიუსონი ბრძოლა 2020 წელს შედგება”

59
ნახვა

UFC-ის პრეზიდენტის, დანა უაითის განცხადებით, ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის ბრძოლა 2020 წელს გაუმართება.

Daily Express-თან საუბრისას, დანა უაითმა განაცხადა, რომ ბრძოლა მარტში ან აპრილში შედგება.

ნურმაგომედოვსა და ფერგიუსონს შორის ბრძოლა აქამდე 4-ჯერ იყო დაანონსებული, თუმცა ტრავმისა და სხვა მიზეზების გამო, ორი ბერძოლი ერთად ოქტაგონზე ვერ ვიხილეთ.

UFC 242-ის მთავარ ბრძოლაში, ხაბიბ ნურმაგომედოვი დასტინ პორიეს დაუპირისპირდა და ქამარი კიდევ ერთხელ დაიცვა: დაღესტნელმა მებრძოლმა მეტოქე მესამე რაუნდში მტკივნეული ილეთით დაამარცხა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვის ცნობილი მეტოქე, კონორ მაკრეგორი, UFC-ში ოფიციალურად ბრუნდება – ირლანდიელ მებრძოლს ოქტაგონზე 2020 წლის 18 იანვარს, ლას ვეგასში, T-Mobile Arena-ზე ვიხილავთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მაკრეგორმა განცხადება მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

31 წლის მაკგრეგორს ხაბიბ ნურმაგომედოვთან მარცხის შემდეგ არცერთი ბრძოლა არ გაუმართავს. ბრძოლა 1 წლის წინ, 7 ოქტომბერს გაიმართა.

(59)

დანა უაითი: “ნურმაგომედოვი Vs. ფერგიუსონი ბრძოლა 2020 წელს შედგება”

სტატიის ავტორი
-