Belive

დანა უაითი თოფურიას შესახებ | "თოფურია და პიმბლეტი?"

2 წლის წინ სხვა
1 წთ
UFC-ის დასკვნითი ღონისძიება ლონდონში ჩატარდა, სადაც მაყურებელმა არაერთი სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება ილია თოფურიამ მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა მისი ოპონენტი მეორე რაუნდში ეფექტური დარტყმით დაანოკაუტა და ისედაც ყურადღების ცენტრში მყოფმა მებრძოლმა, კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაამახსოვრა სახელი და გვარი. ღონისძიების დასრულების შემდეგ UFC-ის ხელმძღვანელი დანა უაითი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა, სადაც მას ილია თოფურიას შესახებაც დაუსვეს შეკითხვა. პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ილია თოფურიამ ბრძოლის დასრულების შემდეგ, მომდევნო ოპონენტად პედი პიმბლეტი მოითხოვა, რომელიც ბოლოდროინდელი ინციდენტის გამო, ქერა ბ*ზის სახელით მოიხსენია.

თოფურიას ეფექტური ნოკაუტი | VIDEO



ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არადა პედისა და თოფურიას დაპირისპირება, დანა უაითმა დიპლომატიურად აუარა გვერდი. "იმდენად დაძაბული საბრძოლო ღამე გვქონდა ახლა ვერაფერზე ვფიქრობ. თოფურია და პიმბლეტი? ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ახლა არაფერი ვიცი" "ილია თოფურიამ შთამბეჭდავი ბრძოლა ჩაატარა, მისი ნოკაუტი ძალიან ეფექტური იყო. ის აუცილებლად მემახსოვრება", - განაცხადა უაითმა. თოფურიამ ჯეი ჰერბერტის ეფექტური ნოკაუტისთვის და სანახაობრივი პერფორმანსისთვის, ლონდონის ღონისძიებიდან დამატებით 50,000 ამერიკული დოლარი მიიღო.

სხვა სტატიები