Belive

დანა უაითმა UFC-ის ისტორიაში საუკეთესო ბრძოლა დაასახელა (ვიდეო)

3 წლის წინ სხვა
1 წთ
UFC-ის ისტორიაში არაერთი განსაკუთრებული დაპირისპირება გაიმართა. სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრებმა, მებრძოლებისგან რამდენიმე გამორჩეული და დაუვიწყარი საჩუქარი მიიღეს. დანა უაითის მტკიცებით, UFC-ის ისტორიაში საუკეთესო ბრძოლა ხორხე მასვიდალსა და ბენ ასკრენს შორის გაიამართა. ამ უკანასკნელის ნოკაუტში ჩასაგდებად მასვიდალს მხოლოდ და მხოლოდ 5 წამი დასჭირდა. ხორხე მასვიდალი და ბენ ასკრენი 2019 წლის ივლისში, UFC 239-ის ივენთზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ლას ვეგასში, T-Mobile არენაზე გამართულ ბრძოლამდე ბენ ასკრენი დაუმარცხებელი იყო და არაერთი მიმომხილველის აზრით, ფავორიტის სტატუსს ატარებდა თუმცა ხორხე მასვიდალს სხვა გეგმები ჰქონდა... "როდესაც გიპასუხებთ ბევრი თქვენგანი იფიქრებს, რომ ბენ ასკრენი არ მომწონს და ამიტომ ვასახელებ ამ ბრძოლას. ეს სიცრუეა, ბენი მომწონს მაგრამ შეუძლებელია მასვიდალისა და ასკრენის დაპირისპირება საუკეთესოდ არ დავასახელო", - აღნიშნა დანა უაითმა.

სხვა სტატიები