Belive

დანაკლისი ბელარუსთან მატჩის წინ - საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებაა

3 წლის წინ სხვა
2 წთ
8 ოქტომბერს გასამართი უპრინციპულესი შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება მოხდა. ეროვნულ გუნდს ბელარუსის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში ზურიკო დავითაშვილი ვერ დაეხმარება. "რუბინის" შემადგენლობაში მყოფი ახალგაზრდა შემტევი, რომელიც ვოლგოგრადის "როტორშია" განათხოვრებული, გუნდს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოაკლდება. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. 19 წლის ფეხბურთელს "ჯვაროსნების" შემადგენლობაში "დინამო ბათუმის" მარცხენა მცველი გიორგი ნავალოვსკი ჩაანაცვლებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია: 

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო) მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო) ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია) თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი) უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში ვლადიმირ ვაისის გუნდი ბელარუსის ნაკრებს 8 ოქტომბერს, "დინამო არენაზე" დაუპირისპირდება. ასევე იხილეთ: კობიაშვილი: “დასწრების საკითხზე ოფიციალური გადაწყვეტილება ხვალ იქნება მიღებული”

სხვა სტატიები