Belive

დანიელე ადანი: "კვარაცხელიას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ საუკეთესო იყოს..."

1 წლის წინ სხვა
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა - დანიელე ადანიმ, იტალიური სპორტული გადაცემის "RAI Sport"-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

”ის არის ბიჭი, რომელიც ბურთის გარეშეც ბევრს მუშაობს, ასევე აქვს დრიბლინგის საოცარი უნარი. მან იცის, როგორ უნდა გაიაროს მოედნის კონკრეტული მონაკვეთი და იცის, როგორ უნდა მოატყუოს ფეხბურთელი ცენტრში.

გასაკვირი არ არის, რომ მან გოლი ორივე, მარჯვენა და მარცხენა ფეხით გაიტანა. გარდა იმისა, რომ გარემარბია, მან ასევე იცის, როგორ ითამაშოს ცენტრფორვარდად და ამას კარგად საქართველოს ნაკრებში აკეთებს. სპალეტისთან ერთად ის ასევე გააუმჯობესებს თანაგუნდელებთან კომუნიკაციას თვითონ სტადიონზე, კომბინირებას ვიწრო მონაკვეთში. ის შესანიშნავი შენაძენია, ბიჭი, რომელიც უკვე ძალიან მაგრად თამაშობს და აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმისა, რომ საუკეთესო იყოს".

დანიელე ადანს არაერთ იტალიურ გრანდში უთამაშია: "მოდენა", "ლაციო", "ბრეშა", "ფიორენტინა", "ინტერი", "ასკოლი" და "ემპოლი".

მას ასევე 5 მატჩი აქვს ნათამაშები იტალიის ეროვნულ ნაკრებში.

სხვა სტატიები