Belive

დარტყმა, რომელიც უაილდერს არასოდეს დაავიწყდება - ტრილოგია ფიურის გამარჯვებით დასრულდა

2 წლის წინ სხვა
2 წთ

10 ოქტომბერს, ლას-ვეგასში, “ტი-მობაილ” არენაზე კრივის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრძოლა გაიმართა. Popular options include: Combination https://clickmiamibeach.com/ bets - If you bet on multiple events at the same time, you can create combination bets that can reduce your risk or potentially provide a more lucrative outcome. ტაისონ ფიურისა და დეონტეი უაილდერის ტრილოგიის დასკვნითმა ბრძოლამ გულშემატკივართა მოლოდინები გაამართლა – ეპოქალური დაპირისპირება მე-11 რაუნდში, დეონტეი უაილდერის დანოკაუტებით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ტრილოგიის მესამე ბრძოლა დეონტეი უაილდერის უპირატესობით დაიწყო. უპირატესობის მიუხედავად, პირველი ნოკდაუნი უაილდერმა მიიღო, თუმცა მან ორჯერ შეძლო ლეგენდარული ბრიტანელი მოკრივის ნოკდაუნში ჩაგდება – ფიური ორივე შემთხვევაში დაუბრუნდა ბრძოლას და საბოლოოდ, მე-11 რაუნდში უაილდერი ნოკაუტით დაამარცხა.

ბრიტანელმა მოკრივემ WBC ვერსიით, მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონის ქამარი წარმატებით დაიცვა და ბრძოლის დასრულების შემდეგ საინტერესო კომენტარი გააკეთა: “მსოფლიოში საუკეთესო მოკრივე ვარ! ჩემს შემდეგ საუკეთესო უაილდერია – ამას ყოველთვის ვამბობდი! ის ძლიერი დამრტყმელია და მხოლოდ მე შემეძლო უაილდერის შეჩერება”.

 

სხვა სტატიები