Belive

დაუმარცხებელი მსოფლიო ჩემპიონი ქურდობისთვის დააპატიმრეს

2 წლის წინ სხვა
1 წთ
WBC-ის საშუალოწონითი დივიზიონის მსოფლიო ჩემპიონი - ჯერმალ კარლო, სან ანტონიოს ერთ-ერთ ბარში მომხდარი ქურდობისთვის დააპატიმრეს. სამართალდამცველების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოკრივემ, რომელმაც კარიერაში 32 გამარჯვება მოიპოვა (22 ნოკაუტი) და დაუმარცხებელი ჩემპიონის სტატუსს ატარებს ბარის მიმტანი გაძარცვა. ძარცვის ფაქტი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც მოკრივემ მომსახურების საფასურის გახდა სადებეტო ბარათით ვერ შეძლო. თვითმხილველების მტკიცებით, კარლო ბარის დატოვებას ცდილობდა და გარშემომყოფებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ამ წუთისათვის უცნობია, თუ რა სასჯელს მიუსჯიან მოკრივეს, თუმცა მისი ადვოკატი აცხადებს, რომ ჯერმალ კარლოს ქურდობის ფაქტთან საერთო არ აქვს.
"მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ჯერმალ კარლოს ნაღდი ფული არავისთვის მოუპარავს. გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის ბარში მყოფ პირებს ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სიცრუეა", - აღნიშნა მოკრივის ადვოკატმა.