Belive

დავით ხუციშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია!

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე 79 კგ წონით კატეგორიაში მეორე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა დავით ხუციშვილი. მისი მეტოქე თურქი აიჰან სუჩუ გახლდათ, რომელსაც დავითმა 5-0 სძლია და მეოთხედფინალში აშშ-ს წარმომადგენელ კაილ დუგლას დაკეს შეხვდება. მეოთხედფინალშია 65 კგ წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც, რომელიც რუს ახმედ ჩაკაევს დაუპირისპირდება. დღესვე ფინალში იჭიდავებენ ავთანდილ კენჭაძე და გენო პეტრიაშვილი.

სხვა სტატიები