Belive

დე ხეა: "ჩვენ გვჯერა საკუთარი თავის"

5 წლის წინ სხვა
1 წთ
"უოტფორდთან" გამარჯვების (1:2) შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ საკუთარ გუნდზე ისაუბრა: "დღე სამი ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ძალიან რთული მატჩი გამოდგა, ამიტომაც გამარჯვებით ბედნიერები ვართ. რაც შეეხება ჩემს სეივს ბოლო წუთებზე, უბრალოდ სწრაფი რეაგირება იყო საჭირო, რათა მოგება ხელიდან არ გამოგვცლოდა, ეს იყო მნიშვნელოვანი სეივი როგორც გუნდისთვის, ასევე პირადად ჩემთვისაც. სანაკრებო პაუზის შემდეგ პრემიერლიგაში დაბრუნება არ იყო მარტივი, რადგან ბევრმა ფეხბურთელმა ითამაშა თავისი ქვეყნის შემადგენლობაში და დასვენება ვერ მოასწრეს. "უოტფორდი" კარგი გუნდია და მათ სტადიონზე თამაში ძალიან რთულია. ჩვენ საჭირო სამი ქულა ავიღეთ. რომელუ ლუკაკუ - ძლიერი ფორვარდია, მან ბელგიის ნაკრების შემადგენლობაშიც გაიტანა და დღეს გუნდსაც დაეხმარა გატანილი გოლით.  "ტოტენჰემთან" ჩაგდებული მატჩის შემდეგ უკეთ ავთამაშდით, ჯერ კიდევ გვაქვს პრობლემები, მაგრამ "მანჩესტერი" ძალიან ძლიერია, ჩვენს თავში დარწმუნებულები ვართ. ასე უნდა გავაგრძელოთ და შედეგი აუცილებლად დადგება." - განაცხადა დე ხეამ. შეგახსენებთ, 5 ტურის შემდეგ, "მანჩესტერი" ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები