Belive

დეონტეი უაილდერს ჯოშუასთან ჩხუბი აფრიკაში სურს

1 წლის წინ სხვა
1 წთ

დეონტეი უაილდერი ირწმუნება, რომ მისი და ენტონი ჯოშუას დაპირისპირების ხილვა ხალხს ძალიან უნდა.

36 წლის ამერიკელმა ბოლო ბრძოლა ერთი წლის წინ გამართა. მისი მეტოქე ბრიტანელი ჩემპიონი ტაისონ ფიური იყო, რომლის წინააღმდეგაც დამარცხდა.

მძიმეწონოსანს კვლავ სურს ბრძოლის ჩატარება, მაგრამ ამჯერად ენტონი ჯოშუასთან. ამერიკელმა ადგილიც შეარჩია, მას ბრიტანელთან დაპირისპირება აფრიკაში სურს.

" სადაც არ უნდა წავიდე ხალხი მუდამ ჩემსა და ჯოშუას დაპირისპირებაზე საუბრობს. მე სიამოვნებით დავთანხმდებოდი ამ ბრძოლას, თუ ის აფრიკაში გაიმართებოდა. ჩემი და AJ-ს ფესვები სწორედ აქედან მოდის. ვფიქრობ, რომ იქ მყოფი ხალხისგან, დიდ პატივისცემას და სიყვარულს მივიღებთ. ჩემთვის შედეგს მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ვხედავ, რომ არაჩვეულებრივი ბრძოლა იქნება."

ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როცა სახელგანთქმული მოკრივეების დაპირისპირება აფრიკის კონტინენტზე გაიმართება. 1974 წელს, კინშასაში მუჰამედ ალისა და ჯორჯ ფორმანის დაპირისპირება შედგა.

ფიურისთან მარცხის შემდეგ, უაილდერი სერიოზულად ფიქრობდა პენსიაზე გასვლაზე, მაგრამ ახლა ამბობს, რომ ბრძოლას კიდევ სამი წლის განმავლობაში აპირებს.

სხვა სტატიები