Belive

დიაზი, ხაბიბი, მაკგრეგორი - შეურაცხყოფების კასკადმა Instagram-ზე ვნებათაღელვა გამოიწვია (ფოტო)

5 წლის წინ სხვა
1 წთ
ხაბიბ ნურმაგომედოვი კვლავ განაგრძობს კონორ მაკგრეგორის შეურაცხყოფას. UFC-ის გამორჩეული მებრძოლები შესაძლებლობას არ უშვებენ ხელიდან, რათა ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთონ. ხაბიბის მიერ უკანასკნელად განთავსებულ პოსტს, 1 დღეში 2 მილიონზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა. ნურმაგომედოვმა საკუთარ Instagram-ზე მაკგრეგორის დამარცხების ამსახველი ფოტოები განათავსა, რომელსაც საკმაოდ პროვოკაციული სათაური შეურჩია: "მთელი ცხოვრების ამ სირცხვილში გატარება მოგიწევს ****"
ნურმაგომედოვისა და მაკგრეგორის პაექრობაში UFC-ის კიდევ ერთი ლეგენდარული მებრძოლი, ნეით დიაზიც ჩაერთო. 33 წლის დიაზმა ნურმაგომედოვს გაახსენა, თუ როგორ წამოარტყა მას თავში ხელი და შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურა.

სხვა სტატიები