Belive

დიდი ალბათობით ტუხელს პსჟ-ში პოჩეტინო შეცვლის

3 წლის წინ სხვა
1 წთ
უდიდესი ალბათობით, "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტომას ტუხელს მაურისიო პოჩეტინო ჩაანაცვლებს. შეგახსენებთ, რომ გერმანელი სპეციალისტი პარიზელებმა გუშინ, "სტრასბურგთან" 4:0 გამარჯვების შემდეგ გაათავისუფლეს. უცხოური გამოცემების თანახმად, პოჩეტინომ "პსჟ"-სთან შეთანხმებას უკვე მიაღწია, დარჩენილი დეტალების მოგვარების შემდეგ კი მაურისიო ფრანგული გრანდის მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნება. რაც შეეხება ტუხელს, მისმა გაწვრთნილმა "პსჟ"-მ სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყო. ლიგა 1-ის საწყის 17 ტურში პარიზელებს 4 მარცხი აქვთ და ლიდერ "ლიონს" ქულით ჩამორჩებიან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ტომასის ხელმძღვანელობით ფრანგები გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, ხოლო წელს ტურნირზე საკმაოდ რთულ ჯგუფში (ლაიფციგი, მანჩესტერ იუნაიტედი, ბაშაკშეჰირი) პირველი ადგილი დაიკავეს. შეგახსენებთ, რომ ტუხელი პარიზში 2018 წელს გადაბარგდა, ამ დროის განმავლობაში კი საფრანგეთის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო.

სხვა სტატიები