Belive

დიდი ფინალის მოლოდინში - გენო პეტრიაშვილი Vs. ტაჰა აკგული | პრევიუ

1 წლის წინ სხვა
3 წთ
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე თავისუფალი ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, 125 კგ წონით კატეგორიაში ლეგენდების ფინალი შედგება.  ფინალში ერთმანეთს, ქართველი - გენო პეტრიაშვილი და ლეგენდარული თურქი მოჭიდავე - ტაჰა აკგული დაუპირისპირდებიან. ქართულ-თურქული დაპირისპირება გულშემატკივრებისთვის უცხო არ არის, ისინი საკმაოდ ხშირად ხვდებიან ერთმანეთს, რადგან ამ წონის ლიდერები სწორედ ეს ორი სპორტსმენი არიან. გენო პეტრიაშვილმა 2017 წლისა და 2019 წლის  მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში, სწორედ ტაჰა აკგული დაამარცხა და მსოფლიო პირველობას დაეუფლა.

ფინალამდე განვლილი გზა

გენო პეტრიაშვილი - გენო პეტრიაშვილი განთესილი იყო და ასპარეზობაში 1/4 ფინალიდან ჩაერთო, სადაც იტალიელი მეტოქე ჰყავდა. ქართველმა ფალავანმა იტალიელი მეტოქე ძალიან მარტივად და წმინდად 11:0 დაამარცხა და ნახევარფინალური საგზური მოიპოვა. ნახევარფინალში, გენო პეტრიაშვილის მეტოქე, პოლონელი - რობერტ ბარანი იყო, რომელთან ბრძოლაც გენოს საკმაოდ გაუჭირდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვებული ქართველი ფალავანი დარჩა. ტაჰა აკგული - გენოს მსგავსად, განთესილი იყო ტაჰა აკგულიც, შესაბამისად 1/4 ფინალური ეტაპიდან დაიწყო ბრძოლა, სადაც მეტოქედ, სერბი - მაგომედოვ ნურასულოვი იყო. ტაჰა აკგულმა სერბი მეტოქე 5:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც უნგრელ - დანიელ ლიგეტს შეხვა, რომელთანაც ძალიან მარტივად, წმინდა გამარჯვება 10:0 მოიპოვა და ფინალში გავიდა, სადაც ქართველი ფალავანი ელოდება.

ტაჰა აკგულის სტატისტიკა ევროპის ჩემპიონატზე 

ტაჰა აკგულს ევროპის ჩემპიონატზე საოცარი სტატისტიკა აქვს. მან ამ შეჯიბრში მონაწილეობა 7-ჯერ მიიღო, საიდანაც შვიდივეჯერ გაიმარჯვა - 2012; 2013; 2014; 2017; 2018; 2019 და 2021 წლებში. ევროპის ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილს, ლეგენდარულ თურქ მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს, მსოფლიო ჩემპიონატზე კი პირიქით.

გენო პეტრიაშვილის სტატისტიკა ევროპის ჩემპიონატზე 

გენო პეტრიაშვილს ევროპის ჩემპიონატზე 7 მედალი აქვს მოპოვებული. 2 ოქროს მედალი (2016, 2020 წლები); 2 ვერცხლის მედალი (2018, 2019 წლები) და 3 ბრინჯაოს მედალი (2013, 2017, 2021 წლები). 2018 და 2019 წლების ევროპის ჩემპიონატის ფინალში, გენო პეტრიაშვილი სწორედ ტაჰა აკგულთან დამარცხდა. ფინალური დაპირისპირება 30 მარტს, თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები